Author Archives: admin

საქართველოს გო-ს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა

ევროპის პირველობის ბოლო ტურში ირლანდია ანგარიშით 3-1 დაამარცხა და D ლიგაში პირველი ადგილი გაინაღდა. C ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ჩვენი ნაკრები სლოვენიიის საკმაოდ ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია რომ საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის გო-ს პირველობაზე და წაუგებლად ასპარეზობს. 6 ტურიდან 3 მოგებით და 3 ფრით ჩვენ 9 ქულა დავაგროვეთ და დამაჯერებლად დავიკავეთ ჯგუფში პირველი ადგილი.

jgufi

საქართველოს გო -ს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე პირველი წარმატება მოიპოვა

საქართველოს გუნდმა თავის  ჯგუფში  ბელორულია  პირველ  დაფაზე  დაამარცხა,  საბოლოო  ჯამში  კი  ორი მოგებითა და ორი წაგებით  ყაიმის მოპოვებისთვის  სატურნირო  ცხრილში  მესამე ადგილი  და  1  ქულა  მიიღო.  წინ კიდევ  5 ტურია  და  ვნახოთ  რა  შედეგით დასრულდება ჩემპიონატი.

goergia-belarus

ევროპის გო-ს გუნდური ჩემპიონატი 2016/2017

4 ოქტომბერს დაიწყება ევროპის 2016/2017 წლის გო-ს გუნდური ჩემპიონატი ინტერნეტით,რომელშიც პირველად საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.ჩვენ D ლიგის გუნდებთან ვითამაშებთ და C ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოლებთ.
ეს არის ქართველების მიერ,სპორტის ამ პოპუპარულ სახეობაში პირველი გადადგმული ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.

ევროპის ჩემიპიონატი

საქართველოს ჩემპიონატი 2016

დაჯილდოვებასაქართველოს გო – ს ეროვნულმა სპორტულმა ფედერაციამ 2016 წლის 27 აგვისტოს ჭადრაკის სასახლეში გამართა  საქართველოს პირველი გო – ს  ჩემპიონატი.  ქართული ინტელექტუალური სპორტის ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა შეემატა, რაც გაშუქდა ტელეკომპანია ობიექტივისა და რუსთავი 2 – ის საინფორმაციო გამოშვებებში. ტურნირს მსაჯობდა მაღალი რანგის გო-ს სპეციალისტი – დავით როსტომაშვილი. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე გო-ს მოთამაშეებმა თბილისიდან და გორიდან. 5 სპორტსმენი იბრძოდა გამარჯვებისთვის. ჭადრაკისგან განსხვავებით გო-ს თამაში ყაიმით მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება  დასრულდეს.

ჩემპიონატი
პირველი და მეორე ადგილის დაკავებისთვის დაწესებული იყო პირველი ხარისხის დიპლომები, რომლებიც გადაეცათ მიხეილ პრიშვინს და გიორგი ღლონტს. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გამსვლელთათვის დაწესებული მეორე ხარისხის დიპლომები გადაეცათ : ანდრო ნიკოლაიშვილს, ოლეგ მამიტოვს და ირაკლი მდინარაძეს. ოლეგ მამიტოვი საქართველოს გო-ს ეროვნულმა სპორტულმა ფედერაციამ დააჯილდოვა სათამაშო კომპლექტით.

ქვემოთ მოცემულია გო-ს მოთამაშეთა სარეიტინგო ცხრილი, რომელშიც ასახულია მოთამაშეების საწყისი რანგი ჩემპიონატის დაწყებამდე და ჩემპიონატის დასრულების წემდეგ მოპოვებული რეიტინგი.

სახელი, გვარი

რანგი

რეიტინგი

მიხეილ პრიშვინი

1d

2100

გიორგი გლონტი

3k

1800

ანდრო ნიკოლაიშვილი

6k

1500

ოლეგ მამიტოვი

9k

1200

ირაკლი მდინარაძე

12k

900

თითოეულ გო-ს მოთამაშეს ოფიციალურად მიენიჭა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სარეიტინგო ქულა. ჩემპიონატის გამართვის ერთ – ერთი მთავარი მიზანი სწორედ იმ ცოდნის შეფასება იყო, რაც გააჩნდათ ჩემპიონატის მონაწილეებს. საკვალიფიკაციო ტურნირები გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება, რომლის შედეგების საფუძველზე საქართველოს გო-ს ეროვნულ სპორტულ ფედერაცია მიიღებს ინფორმაციას : თითოეული გო-ს მოთამაშის ცოდნის დონე თუ რამდენად სწრაფად მაღლდება. თითოეული ტურნირის დასრულების შემდეგ განხილული იქნება ძირითადი შეცდომები, ტაქტიკური და სტრატეგიული აზროვნების გაუმჯობესებისთვის ახალი იდეები.

ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით.
თამაშის წესი – იაპონური.
პარტიისთვის სათამაშო დრო – აბსოლუტური : 45 წუთი
მაყურებელთა დასწრება – თავისუფალი

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გო-ს შესწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს პირველობისთვის გამართულ უკომპრომისო ორთაბრძოლებს თვალს ადევნებდნენ, ფედერაციის წარმომადგენლებისგან თამაშის სტრატეგიის უკეთ გასაცნობად ლექცია-გაკვეთილის მოსმენის და ერთმანეთთან თამაშის შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველოს გო-ს ეროვნულ სპორტულ ფედერაციას დაგეგმილი აქვს ლექცია-გაკვეთილების ჩატარება თბილისის და საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. მომავალში საქართველოს ჩემპიონატი უფრო მასშტაბური იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. ტურნირები გაიმართება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის – გოგონებისთვის და ვაჟებისთვის.

დაჯილდოვება

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მაყურებლებს  ერთმანეთთან თამაშის შესაძლებლობა მიეცათ.

მაყურებლები

ტელევიზია ჩემპიონატის შესახებ:

rusavi2

obieqtivi

საქართველო ౼ ევროპის გო-ს ფედერაციის 38-ე სრულუფლებიანი წევრი

საქართველოს გოს ფედერაციამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია!!!
ევროპის გოს მე-60-ე კონგრესზე,რომელიც სანკტ-პეტერბურგში მიმდინარეობს,შეიკრიბნენ ევროპის წევრი ფედერაციების გოს პრეზიდენტები,რომლებმაც საქართველოს საკითხი განიხილეს.
ჩვენ 2010 წლიდან დამკვირვებლის სტატუსი გვქონდა.მიუხედავად იმისა რომ გამგზავრება კონგრესზე ვერ მოხერხდა,სკაიპის საშუალებით ჩავერთეთ სხდომას,სადაც ვისაუბრეთ გოს პერსპექტივებზე საქართველოში.
ამის შემდეგ შედგა კენჭისყრა,რომელშიც იქ დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებმა აღიარეს ჩვენი მოთამაშეების დონე,ასევე ჩვენი ფედერაციის გარჯა და ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს ფედერაციის გაწევრიანებას ევროპის ფედერაციაში.
ასე რომ დღეიდან უკვე ევროგოს 38-ე სრულუფლებიანი წევრები გავხდით,რაც ხელს შეუწყობს ამ გენიალური სპორტის სახეობის დამკვიდრებას და განვითარებას საქართველოში და დაგვისახავს ახალ მიზნებს და პერსპექტივებს,როგორც საკუთარი დონის ამაღლების,ასევე მოსწავლეების მომზადებისა და წინსვლაში.

 

საქართველოს გო-ს ეროვნული სპორტული ფედერაციის Facebook გვერდი გაიხსნა

საქართველოს გო-ს ეროვნული სპორტული ფედერაციის Facebook გვერდი გაიხსნა. ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ გო-სთან დაკავშირებული უამრავი სიახლე.

საქართველოს გო-ს ეროვნული სპორტული ფედერაციის Facebook გვერდი

დამოუკიდებელ სკოლა „მოძღვარში“ ჩატარდა გო-ს ჩემპიონატი. გუნდური და ინდივიდუალური

გუნდურ შეჯიბრებაში ფინალური დაპირისპირება 2 – ე და 4 – ე კლასებს შორის გაიმართა. გამარჯვება 2 – ე კლასმა მოიოვა. გუნდურ შეჯიბრებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ 3 – ე და 5 – ე კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც ფინალამდე ვერ მიაღწიეს. გუნდური შეჯიბრების დასრულების შემდეგ ინდივიდუალური შეჯიბრება ჩავატარეთ, სადაც კიდევ უფრო მეტად გამოვლინდა უმცროსკლასელების უპირატესობა. პირველ ტურში 4 მეორეკლასელი 4 მეოთხეკლასელს დაუპირისპირდა. 4 დაფაზე ურთიერთპარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა უკომპრომისო და ძალზედ დაძაბული ორთაბრძოლები. გო-ს თამაში ყაიმით არ მთავრდება და სწორედ ეს არის ერთ ერთი მიზეზი იმისა, რომ ძალიან საინტერესო და და ძალზედ ემოციური ორთაბრძოლები გაიმართა. 2 – ე კლასმა 4 – ე კლასი ინდივიდუალურ ტურნირში უდიდესი უპირატესობით დაამარცხა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.