Monthly Archives: სექტემბერი 2016

ევროპის გო-ს გუნდური ჩემპიონატი 2016/2017

4 ოქტომბერს დაიწყება ევროპის 2016/2017 წლის გო-ს გუნდური ჩემპიონატი ინტერნეტით,რომელშიც პირველად საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.ჩვენ D ლიგის გუნდებთან ვითამაშებთ და C ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოლებთ.
ეს არის ქართველების მიერ,სპორტის ამ პოპუპარულ სახეობაში პირველი გადადგმული ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.

ევროპის ჩემიპიონატი

საქართველოს ჩემპიონატი 2016

დაჯილდოვებასაქართველოს გო – ს ეროვნულმა სპორტულმა ფედერაციამ 2016 წლის 27 აგვისტოს ჭადრაკის სასახლეში გამართა  საქართველოს პირველი გო – ს  ჩემპიონატი.  ქართული ინტელექტუალური სპორტის ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა შეემატა, რაც გაშუქდა ტელეკომპანია ობიექტივისა და რუსთავი 2 – ის საინფორმაციო გამოშვებებში. ტურნირს მსაჯობდა მაღალი რანგის გო-ს სპეციალისტი – დავით როსტომაშვილი. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე გო-ს მოთამაშეებმა თბილისიდან და გორიდან. 5 სპორტსმენი იბრძოდა გამარჯვებისთვის. ჭადრაკისგან განსხვავებით გო-ს თამაში ყაიმით მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება  დასრულდეს.

ჩემპიონატი
პირველი და მეორე ადგილის დაკავებისთვის დაწესებული იყო პირველი ხარისხის დიპლომები, რომლებიც გადაეცათ მიხეილ პრიშვინს და გიორგი ღლონტს. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გამსვლელთათვის დაწესებული მეორე ხარისხის დიპლომები გადაეცათ : ანდრო ნიკოლაიშვილს, ოლეგ მამიტოვს და ირაკლი მდინარაძეს. ოლეგ მამიტოვი საქართველოს გო-ს ეროვნულმა სპორტულმა ფედერაციამ დააჯილდოვა სათამაშო კომპლექტით.

ქვემოთ მოცემულია გო-ს მოთამაშეთა სარეიტინგო ცხრილი, რომელშიც ასახულია მოთამაშეების საწყისი რანგი ჩემპიონატის დაწყებამდე და ჩემპიონატის დასრულების წემდეგ მოპოვებული რეიტინგი.

სახელი, გვარი

რანგი

რეიტინგი

მიხეილ პრიშვინი

1d

2100

გიორგი გლონტი

3k

1800

ანდრო ნიკოლაიშვილი

6k

1500

ოლეგ მამიტოვი

9k

1200

ირაკლი მდინარაძე

12k

900

თითოეულ გო-ს მოთამაშეს ოფიციალურად მიენიჭა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სარეიტინგო ქულა. ჩემპიონატის გამართვის ერთ – ერთი მთავარი მიზანი სწორედ იმ ცოდნის შეფასება იყო, რაც გააჩნდათ ჩემპიონატის მონაწილეებს. საკვალიფიკაციო ტურნირები გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება, რომლის შედეგების საფუძველზე საქართველოს გო-ს ეროვნულ სპორტულ ფედერაცია მიიღებს ინფორმაციას : თითოეული გო-ს მოთამაშის ცოდნის დონე თუ რამდენად სწრაფად მაღლდება. თითოეული ტურნირის დასრულების შემდეგ განხილული იქნება ძირითადი შეცდომები, ტაქტიკური და სტრატეგიული აზროვნების გაუმჯობესებისთვის ახალი იდეები.

ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით.
თამაშის წესი – იაპონური.
პარტიისთვის სათამაშო დრო – აბსოლუტური : 45 წუთი
მაყურებელთა დასწრება – თავისუფალი

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გო-ს შესწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს პირველობისთვის გამართულ უკომპრომისო ორთაბრძოლებს თვალს ადევნებდნენ, ფედერაციის წარმომადგენლებისგან თამაშის სტრატეგიის უკეთ გასაცნობად ლექცია-გაკვეთილის მოსმენის და ერთმანეთთან თამაშის შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველოს გო-ს ეროვნულ სპორტულ ფედერაციას დაგეგმილი აქვს ლექცია-გაკვეთილების ჩატარება თბილისის და საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. მომავალში საქართველოს ჩემპიონატი უფრო მასშტაბური იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. ტურნირები გაიმართება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის – გოგონებისთვის და ვაჟებისთვის.

დაჯილდოვება

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მაყურებლებს  ერთმანეთთან თამაშის შესაძლებლობა მიეცათ.

მაყურებლები

ტელევიზია ჩემპიონატის შესახებ:

rusavi2

obieqtivi