Monthly Archives: აგვისტო 2016

საქართველო ౼ ევროპის გო-ს ფედერაციის 38-ე სრულუფლებიანი წევრი

საქართველოს გოს ფედერაციამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია!!!
ევროპის გოს მე-60-ე კონგრესზე,რომელიც სანკტ-პეტერბურგში მიმდინარეობს,შეიკრიბნენ ევროპის წევრი ფედერაციების გოს პრეზიდენტები,რომლებმაც საქართველოს საკითხი განიხილეს.
ჩვენ 2010 წლიდან დამკვირვებლის სტატუსი გვქონდა.მიუხედავად იმისა რომ გამგზავრება კონგრესზე ვერ მოხერხდა,სკაიპის საშუალებით ჩავერთეთ სხდომას,სადაც ვისაუბრეთ გოს პერსპექტივებზე საქართველოში.
ამის შემდეგ შედგა კენჭისყრა,რომელშიც იქ დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებმა აღიარეს ჩვენი მოთამაშეების დონე,ასევე ჩვენი ფედერაციის გარჯა და ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს ფედერაციის გაწევრიანებას ევროპის ფედერაციაში.
ასე რომ დღეიდან უკვე ევროგოს 38-ე სრულუფლებიანი წევრები გავხდით,რაც ხელს შეუწყობს ამ გენიალური სპორტის სახეობის დამკვიდრებას და განვითარებას საქართველოში და დაგვისახავს ახალ მიზნებს და პერსპექტივებს,როგორც საკუთარი დონის ამაღლების,ასევე მოსწავლეების მომზადებისა და წინსვლაში.