ჩვენს შესახებ

მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ლოგიკური სამაგიდო თამაშის _ გო-ს მოყვარული სტუდენტები ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციების შემდეგ ვიკრიბებოდით. იმ დროისთვის ინტერნეტი არ არსებობდა და ინტელექტუალური სიახლის შესწავლის მსურველთათვის ერთადერთი სახელმძღვანელო იყო ჟურნალი „მეცნიერება და ცხოვრება“, სადაც ძალიან მცირე ინფორმაცია იყო მოცემული გო-ს თამაშის ტაქტიკასა და სტრატეგიაზე. ერთმანეთთან თამაშით პრაქტიკულ გამოცდილებას ვიძენდით და ახალბედა მოთამაშეებს ვუზიარებდით.

გო-ს მოყვარულთა კლუბი 2008 წლის 18 იანვარს დაარსდა.

ევროპის გო-ს ფედერაციამ გო-ს მოყვარულთა კლუბი 2011 წელს დამკვირვებელ წევრად მიიღო.

გო-ს სწავლება დამოუკიდებელ სკოლა მოძღვარში 2013 წლიდან დაინერგა.

გო-ს მოყვარულთა კლუბის საფუძველზე 2016 წლის 9 თებერვალს საქართველოს გო-ს ეროვნული სპორტული ფედერაცია შეიქმნა, რომლის მიზანი და ამოცანაა ევროპისა და მსოფლიოს გო-ს მოყვარულთა ჩემპიონატებისთვის სპორტსმენების მომზადება.

საქართველოს გო-ს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი
გიორგი ღლონტი
ტელ:   551 13 28 56                                                                                                                                          ელ.  ფოსტა :    georgian . go . federation@gmail . com

 https://www.facebook.com/Viswavlotgo/