თამაშის წესები

გო-ს სათამაშო კომპლექტი შედგება დაფისა და ორი ფერის ქვისგან. სათამაშო დაფა მზადდება სხვადასხვა ჯიშის ხეებისგან, მასზე დატანილია ურთიერთმართობული ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები თანაბარი დაშორებით. დაფა შეიძლება იყოს 9, 13 და 19 ხაზიანი. 9 და 13 ხაზიანი გამოიყენება სასწავლო მიზნით, ხოლო 19 ხაზიანი – როგორც სასწავლო, ასევე, ოფიციალური თამაშებისთვის.

გო-ს თამაშის წესები ძალიან მარტივია:

  • თამაში იწყება ცარიელი დაფაზე.
  • მოთამაშეები რიგრიგობით ათავსებენ თავისი ფერის ერ ქვას დაფაზე. თამაშის პროცესში ქვის გადაადგილება არ ხდება. ქვის განთავსება ხდება ხაზების გადაკვეთაზე.
  • ქვის ან ქვების ჯგუფის მოკვლა ხდება მაშინ, როდესაც მათ გარშემო არ რჩება ცარიელი პუნტი (გადაკვეთა).
  • იაპონური ესების თანახმად, ქულად ითვლება ტყვე ქვები და საკუთარი ქვებით შემოფარლური არს თითოეული პუნტი.
  • პოზიციის განმეორება აკრძალულია. ამ წესს ჰქვია კო-ს წესი.
  • პირველი სვლის კომპესაციისათვის თეთრს ეძლევა საწყისი 6.5 ქულა, რათა მოგების შანსები განათაბრდეს

თამაშის მაგალითი 9×9 დაფაზე:

თამაში 9x9 ხაზიან დაფაზე

თამაშის შედეგი:
თეთრი 22 ტერიტორია + 6.5 კომი = 28.5 ქულა.
შავი  23 ტერიტორია + 2 ტყვე = 25.0 ქულა.

თამაშის მაგალითი 19×19 დაფაზე:

თამაშის მაგალითი

თამაშის წესები და მარტივი ამოცანები ინგლისურ ენაზე.
თამაშის წესები და მარტივი ამოცანები რუსულ ენაზე
.